ლეღვი AI — Premiere Pro-ს პანელი
================================

დაყენება (1 წუთი):
  Windows: დახურე Premiere Pro → ორჯერ დააჭირე Install-Windows.bat
  Mac:     დახურე Premiere Pro → მარჯვენა ღილაკი Install-Mac.command → Open
           (macOS თუ გაფრთხილებას გამოიტანს: System Settings → Privacy & Security → Open Anyway)

შემდეგ: გახსენი Premiere Pro → Window → Extensions → Leghvi AI

პირველ გახსნაზე პანელი გასაღებს გთხოვს:
  leghviai.ge → პროფილი → „Claude / Premiere-ის გასაღები“ → დააკოპირე ბმული → ჩასვი პანელში.

როგორ მუშაობს:
  1. მონიშნე კლიპი ტაიმლაინზე (ან დასვი In/Out)
  2. დაწერე ბრძანება, მაგ.: „როცა ქვას იპოვის, +1 🪨 დაწერე“, „ხელი მონიშნე“,
     „ხომალდი მწვანედ ააციმციმე“, „თავზე სახელის ბარათი დაადე: ნიკა“
  3. AI უყურებს კადრებს, პოულობს სწორ წამებს და ტაიმლაინზე სვამს ანიმირებულ
     ოვერლეებს (გამჭვირვალე PNG-სექვენსები, ცალკე ტრეკზე), ზუმი — keyframe-ებით.
  ყველაფერი ჩვეულებრივი კლიპია: შეგიძლია გადაწიო, წაშალო, Ctrl+Z.

💬 „სიტყვა“ ჩანართი — სუბტიტრების სტუდია: 9 მზა სტილი, ანიმაციები, 8 ქართული შრიფტი,
  სიტყვების შესწორება, გამჭვირვალე ვიდეოს რენდერი და SRT. ტრანსკრიფცია ლეღვი AI-ს ანგარიშით (~1 ტოკენი/წთ).
  საჭიროა ffmpeg — ინსტალერი თავად აყენებს (Windows: winget, Mac: Homebrew).

ფაილები ინახება: Documents/LeghviAI
1 ბრძანება = 1 ტოკენი. Premiere Pro 2020 (14.0) ან უფრო ახალი.
