მონიშნე კლიპი და დაწერე: „როცა ქვას იპოვის, +1 დაწერე“ ან „ხომალდი მწვანედ ააციმციმე“. ლეღვი AI უყურებს კადრებს, პოულობს სწორ წამს და ტაიმლაინზე ცალკე ტრეკზე სვამს ანიმირებულ გრაფიკას.

ყველაფერი ჩვეულებრივ კლიპად ჯდება ტაიმლაინზე: გადაწევ, დააგრძელებ, წაშლი, Ctrl+Z.
როცა ქვას იპოვის, „+1 🪨“ დაწერეყოველ ჯერზე, როცა ეს ხდება — ცალ-ცალკე წარწერა pop-ანიმაციით
ხელი მონიშნე აქმბზინავი რგოლი ობიექტის გარშემო, რომელიც თავისით იხატება
ხომალდი მწვანედ ააციმციმეფერადი პულსირებადი ნათება ობიექტზე
თავზე სახელის ბარათი დაადე: „ნიკა · სტრიმერი“ლამაზი label-ბარათი ზუსტად თავზე
ყველაზე საინტერესო მომენტში ზუმიკამერის ზუმი Motion keyframe-ებით შენს კლიპზე
უფრო დიდი გახადე და წითელიუკვე ჩასმულს შეცვლის — ძველი ქრება, ახალი ჯდება
Adobe-ს მაღაზიაში ჯერ არ არის, ამიტომ ინსტალერი თვითონ ჩართავს პანელს.
ამოაარქივე leghvi-premiere.zip და დახურე Premiere Pro.
Windows: ორჯერ დააჭირე Install-Windows.bat
Mac: მარჯვენა ღილაკი Install-Mac.command → Open
Premiere → Window → Extensions → Leghvi AI. ჩასვი შენი გასაღების ბმული — და მზადაა.
პანელი Premiere-ს სთხოვს მონიშნული უბნიდან 8–40 კადრს (წამში ~2), აწყობს მათ დროის ნიშნებიან ფურცლებად და აგზავნის ლეღვის სერვერზე. თავად ვიდეო ფაილი არსად იტვირთება.
პანელი უფასოა. ყოველი AI ბრძანება 1 ტოკენია; თუ ვერ შესრულდა, ტოკენი ავტომატურად გიბრუნდება. „ჩემი ფაილები“ (საიტზე შექმნილი ფოტო/ვიდეოს შემოტანა) უფასოა.
Documents/LeghviAI საქაღალდეში, გამჭვირვალე PNG-სექვენსებად. პროექტში ჩნდება bin „ლეღვი AI“. თუ ამ საქაღალდეს წაშლი, ტაიმლაინზე ოვერლეები „Media Offline“ გახდება.
მონიშნე ერთი კლიპი — AI მხოლოდ მას უყურებს. ან დასვი In/Out წერტილები სექვენსზე. არაფერი თუ არ არის მონიშნული, აიღებს კლიპს კურსორთან. ერთ ჯერზე მაქსიმუმ 3 წუთი.
გადატვირთე Premiere ინსტალერის შემდეგ. თუ მაინც არ ჩანს, ინსტალერი თავიდან გაუშვი Premiere-ის დახურვის შემდეგ — ის ჩართავს PlayerDebugMode-ს, რაც ხელმოუწერელ პანელებს სჭირდება.